პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გორში ჩავიდა, სადაც 26 მაისის ღონისძიებების მასპინძელი შინაგან საქმეთა სამინისტროა

პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გორში ჩავიდა

26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე - "რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს" - ეს წელს მთავარი სლოგანია, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

დღის მთავარი ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გორში ჩავიდა, სადაც ღონისძიებების მასპინძელი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

გორის ცენტრალურ მოედანსა და საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია "ჭკვიანი ქალაქი", გამოფენილია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.

სადღესასწაულო ღონისძიებებია მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და 20 ქალაქში.