ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-თან, თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ

ირაკლი კობახიძე

ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-თან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა“.

პრემიერის თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ განაგრძოს იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქვს არჩეული.

„მთავარია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გვაქვს არჩეული. რაც შეეხება აშშ-თან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც აბსოლუტურად გაცხადებულია ჩვენი სურვილი და მიზანი. ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-თან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ“, - განაცხადა პრემიერმა.