თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1759328622
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ტედ კრუზის თქმით, „ანტიფა“, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციაა, ბუნებრივად არ მოქმედებს. ის უცხო ქვეყნების და მემარცხენე მილიარდერების მიერ ფინანსდება.
ის ჯორჯ სოროსის მიერ რადიკალი მემარცხენე ორგანიზაციების, მათ შორის „ანტიფას“ დაფინანსების გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს.
კონგრესმენი კრუზი აცხადებს, რომ აუცილებლად დადგინდეს, რა ფინანსური წვლილი შეაქვს ჯორჯ სოროსს ან გეითსების ოჯახს, „ანტიფას“ დაფინანსებაში.
„ანტიფა“ მრავალი წელია რაც ტერორისტული ორგანიზაციაა. ვაფასებ, რომ დონალდ ტრამპმა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ „ანტიფა“ ბუნებრივად არ მოქმედებს. მას აფინანსებენ. ჩვენ კი ამ ფულს უნდა მივაკვლიოთ, დავადგინოთ, რამდენით ფინანსდება „ანტიფა“ კატარის, ირანის, კომუნისტური ჩინეთის და მემარცხენე მილიარდერების, მათ შორის ჯორჯ სოროსის ან გეითსების მიერ, რომლებიც „დემოკრატიული“ პარტიის მსხვილი დონორები არიან“, - თქვა კრუზმა Fox News-ის ეთერში.