თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1759328622
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია 8,573.15 ჰა(150 ერთეული) საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიონ მათთვის სასურველი საძოვარი: კახეთის მხარეში - 4,329.61 ჰა; სამცხე-ჯავახეთის მხარეში - 2,009.88 ჰა; ქვემო ქართლის მხარეში - 1,297.03 ჰა; მცხეთა-მთიანეთის მხარეში - 216.10 ჰა; შიდა ქართლის მხარეში - 113.19 ჰა; იმერეთის მხარეში - 573.12 ჰა; სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში - 25.21 ჰა; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში - 9.01 ჰა.
სახელმწიფო პროგრამის თოთხმეტი ეტაპის ფარგლებში, 2021 წლიდან დღემდე, აქტიური იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 222 საძოვარზე (21,140 ჰა), მათ შორის: პირდაპირი გადაცემის გზით 13,155 ჰა - 165 საძოვარი, ხოლო აუქციონის გზით 7,985 ჰა - 57 საძოვარი.
მე-15 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge;).
სახელმწიფო აღნიშნულ პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა, აუქციონის მეშვეობით მიიღონ სასურველი საძოვრები და განკარგონ ისინი სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების პირობებით. აღნიშნული პროგრამა, საძოვრებზე კერძო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამკვიდრების გზით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციის პრევენციას და ეხმარება მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას.
იჯარით გასაცემი საძოვრები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013