UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხებოდა.
„ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის რა დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.