UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად.
„ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის იყო რკინიგზა, ენერგეტიკის საწარმოები და სხვა. იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად. მთლიანობაში, დაახლოებით 60 მლნ ლარი ყოველწლიურ ჭრილში იზოგება სწორედ ოპტიმიზაციის შედეგად. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა შეიცვალა სწორი პრაქტიკით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. პირველ რიგში, ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.