ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია”,-წერს პრემიერ-მინისტრი.