პრემიერ-მინისტრი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა პრემიერთან

პრემიერ-მინისტრი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი კობახიძის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე მესამე შეხვედრა გამართა. ხელისუფლების მიზანია ფასების რეგულირება. კომისია, სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მანამდე - 21 იანვარს ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა.