პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

ირაკლი კობახიძე უნგრეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო.

სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა, პარლამენტის თავმჯდომარე აგნეს ფორშტჰოფერთან ერთად, სახელმწიფო ოპერაში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გალა კონცერტს დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. 

✕