1739286170
პრემიერ-მინისტრი გლობალურ მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე, საინვესტიციო კლიმატსა და ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებულ გეგმებზე ისაუბრებს - მარიამ ქვრივიშვილი
![მარიამ ქვრივიშვილი მარიამ ქვრივიშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2023/03/05/43075/mariam-qvrivishvili_w_h.jpeg)
დღეს დავესწარით გლობალურ მთავრობათა სამიტის გახსნის ღონისძიებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მონაწილეობას აღნიშნულ ფორუმში, რაც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, ურთიერთობების გაძლიერებას და პოპულარიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
„რამდენიმე საათში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გლობალურ მთავრობათა სამიტის ფარგლებში, სადაც ის ვრცლად ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის მიღწევების შესახებ, იმ საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ასევე იმ გეგმების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, ისევე, როგორც წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა. ვიზიტის ფარგლებში, ტრადიციულად, განსაკუთრებით მასპინძელი ქვეყნის ლიდერებთან გვექნება საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის შესახებ, ისევე, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.