დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის მეთაური ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა გააცილა.
უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრები ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეაჯამა.
“ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შევეხეთ ასევე ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ჩვენი თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული ასპექტები, რის საფუძველზეც განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული მიზნები, ამოცანები და პრეზიდენტთან შევჯერდით იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, გავასამმაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, რაც არის ამბიციური ამოცანა, თუმცა აბსოლუტურად მიღწევადია. არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია ძალიან სწრაფი ტემპით თანამშრომლობის განვითარება. ჩვენ ასევე შევეხეთ განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში თანამშრომლობას. ზოგადად, ინტერესი გვაქვს ძალიან დიდი თითოეული ამ მიმართულებით.
ჩვენს ქვეყნებს შორის არის განსაკუთრებული ისტორიული კავშირები, აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით გვაქვს ურთიერთობების გაღრმავების ძალიან დიდი რესურსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.