პრაღაში, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოინახულა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

შალვა პაპუაშვილ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პრაღაში დაიწყო.

შალვა პაპუაშვილმა ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოინახულა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

"ჩეხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიტკოვის ეროვნული მემორიალი მოვინახულე და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შევამკე", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

იქამდე, შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ქართული დელეგაცია პრაღაში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერის, ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.

✕