1738930726
პოლონეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პოლონეთში, შესაძლოა რუმინეთის სცენარი განმეორდეს. „არჩევნებში მხოლოდ იმან უნდა გაიმარჯვოს, ვინც ბრიუსელს მოსწონს?“
![ანდჟეი დუდა ანდჟეი დუდა](https://primetime.ge/uploads/files/2024/05/13/87190/andzhei-duda_w_h.jpeg)
პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ფიქრობს, რომ 18 მაისს ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რუმინული სცენარი განმეორდეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც დუდამ განაცხადა, ის მოსახლეობას მოუწოდებს მოემზადოს პროტესტისთვის, ვინაიდან შიშობს, რომ პოლონეთში მოხდება ის, რაც რუმინეთში, როცა 2024 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
დუდამ ამბობს, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკომისია უსაფუძვლოდ ჩაერია. ევროკომისია იმავეს პოლონეთის შემთხვევაშიც აკეთებს. მან ჟურნალისტს რიტორიკული კითხვა დაუსვა: „არჩევნებში მხოლოდ იმან უნდა გაიმარჯვოს, ვინც ბრიუსელს მოსწონს?“.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, მთავარი კონკურენტები პოლონეთში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნებიან ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მოკავშირეა, და ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი. მას პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს. ხსენებულ პარტიას, თავის მხრივ, დუდა უჭერს მხარს.