პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა ევროკავშირი პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდან 35 მილიარდი ევროს განზრახ დაბლოკვაში დაადანაშაულა - გია ვოლსკი

ვოლსკი

"პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა ევროკავშირი პოსტ-პანდემიური აღდგენის ფონდიდან თანხების (35 მლრდ. ევრო) განზრახ დაბლოკვაში დაადანაშაულა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირი პოსტ-პანდემიური აღდგენის ფონდიდან თანხების (35 მლრდ. ევრო) განზრახ დაბლოკვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვარშავის დაფინანსება განზრახ გაიყინა პოლონეთის ოპოზიციური პარტიების ხელშეწყობისა და მთავრობის გადაყენების შანსების გაუმჯობესების მიზნით," - წერს გია ვოლსკი.