მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა ყველა იმ პროექტის წინააღმდეგ არის მიმართული, რასაც ის ახორციელებს, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ივანიშვილის დასანქცირების საკითხში ბევრი ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს.
„ბიძინაზეა დამოკიდებული თურმე, საქართველო ჩართული იქნება თუ არა მეორე ფრონტის გახსნაში. ამაზეა [მათი მხრიდან] ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, რომლის წინააღმდეგ უნდა მივიღოთ კანონი და დავასანქციროთ ყველა ის პროექტი, რომელიც მიმზიდველს ხდის „ქართული ოცნების“ მმართველობას - არც აბასთუმანი აშენდება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც დაინგრევა, არც თერაპიის ცენტრი გაიხსნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.