1740372372
პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცა - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურმა წყაროებზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროკავშირის ოფიციალური პირები: პოლონურ სამედიცინო ჯგუფს მიეცა სააკაშვილთან წვდომის უფლება. ჯერ უცნობია, როდის გაემგზავრებიან ისინი საქართველოში. და ეს არ ეხება ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანას“, - წერს „ტვიტერზე“ იოზვიაკი.
EU officials: a 🇵🇱 medical team has been granted access to #Saakashvili. No date yet when they will travel to #Georgia. and this is NOT about a transfer of the former President to Poland or elsewhere.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) March 16, 2023