1759260719
პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" საზოგადოებას მოუწოდებს, ოპოზიციას არეულობისთვის თავი არ გამოაყენებინონ

პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" საზოგადოებას მოუწოდებს, ოპოზიციას არეულობისთვის თავი არ გამოაყენებინონ. განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდა, სადაც ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, 4 ოქტომბერს გადაცდომების შემთხვევაში ყველა ფაქტზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს.
"უსამშობლოები გეგმავენ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადგილობრივი არჩევნების დღეს, ფიზიკური ძალის უკანონოდ გამოყენებით, ჩაშალონ კონსტიტუციური პროცესი. ხელისუფლების ლოიალობით გათავხედებული უსამშობლოები, უცხოელი ტრენერების დახმარებით, ღიად ემზადებიან და ამ ბინძურ საქმეში სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ტერიტორია პოლიგონად არის გამოყენებული. საზოგადოებას მოვუწოდებთ, თავი არ გამოაყენებინოთ მანქურთებს, უცხოეთიდან დაკვეთით დაფინანსებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომლის მიზანია, სამოქალაქო ომი და ანტიკონსტიტუციური, სისხლიანი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება", - აცხადებს კახა ძაგანია.