Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტარებთან კერძო საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა „კარგი მომენტი“ იყოს დალევის დასაწყებად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
კაია კალასმა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი სიმპათიით არ არის განწყობილი ალკოჰოლის მიმართ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შესაძლოა დალევის დაწყების დრო დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ორი პირი ავრცელებს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ.