პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად - კალაძე

კალაძე

პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად, შესაბამისად ოპოზიციას აქვს დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, თუმცა არ ვიცი ისინი რამდენად გაითვალისწინებენ, იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველაზე და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების თემა, რადგან პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად, შესაბამისად, ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, თუმცა არ ვიცი, ისინი რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად გაითავისებენ ამ მოთხოვნებს. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, ყველაზე არ არის საუბარი ცხადია, მაგრამ მგონია, რომ დიდი ნაწილი არ შეუერთდება დეპოლარიზაციის მოთხოვნას, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო გაცხადებული და პირველ პუნქტად არის ჩაწერილი. ხელისუფლებას აქვს მზადყოფნა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მეორე მხრიდან ვხედავთ გრძელდება დესტრუქცია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ქართველი ხალხის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი არ შეეშალოს ქვეყნის აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.