„პირის ნაცვლად კანალიზაცია აქვს“ - ჩერგოლეიშვილი თაკო ჩარკვიანზე

თაკო

ტაბულას რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს გონებასუსტი პარლამენტის წევრია და ისედაც გამოთაყვანებულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ უფრო გამოთაყვანებულ სახეს ადებს და ეთერში ზის, არის ის, რომ ყველაფრის მკადრებელია, პირის ნაცვლად კანალიზაცია აქვს და ყველაფერს იტყვის, რასაც სააკაშვილი დაუკვეთს.

სხვა რომ ვერ იკადრებს, ეს იკადრებს.

ამიტომაა პარლამენტარი. ამიტომ ეპატიჟებიან ტელევიზიები - მათი დონორის დაკვეთაა.

ასე ხელოვნურად ხდება პოლიტიკის მოწამვლა და ზიანდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები - ერთი კაცის ახირებების გამო.

და მერე უკვირთ ერთი ახირებული კაცის მეორე ახირებული კაცით ჩანაცვლება რომ კიდია ერს.“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა რომ 20 ივნისს, "გავრილოვის ღამეს" როდესაც მთელი საქართველო გარეთ იყო გამოსული პროცესი სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავამჯდომარემ ნიკა მელიამ "დააძინა", რომლის მანიპულირება ჩარკვიანისვე თქმით, სწორედ „საკმაოდ ჭკვიანმა, ცბიერმა" გიგა ბოკერიამ მოახერხა.