ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა
1752323880
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა გამოიძიოს, თუ რა მოხდა 20 ივნისის ღამეს.
მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ის, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ამ გამოძიების შედეგად.
"საგამოძიებო პროცესის დაწყება არის ნაკარნახევი იქიდან, რომ ჩვენ პირდაპირ დავალება გვაქვს, სტრასბურგის სასამართლოსგან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ გამოძიებულ იქნას, რა მოხდა 20 ივნისის ღამეს, ანუ, რამდენად სწორად იქნა დაგეგმილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეს ღონისძიება და როგორ იქნა შესაბამისი ზომები გამოყენებული. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს დავალება, შესაბამისად, ვინც გამოიკვეთება დამნაშავე ამ გარემოებიდან, მან შესაბამისი პასუხი უნდა აგოს," - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული რეკომენდაციის შესრულება დაიწყო. ხელახალმა გამოძიებამ პასუხები უნდა გასცეს კითხვებს 6 წლის წინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, - რამდენად სწორად დაიგეგმა 20 ივნისს აქციის შეწყვეტის ოპერაცია და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება, ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და ვინ არიან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები.