21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
ამ ყველაფერს აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ. წარმოდგენა არ აქვთ რამხელა შრომის, თავდადების, ტკივილის ფასად უწევთ ჩვენს ბიჭებს და გოგონებს ჩვენი ქვეყნის დროშის უმაღლეს საფეხურზე ატანა, განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ფეხბურთელების ბულინგთან დაკავშირებით.
მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაქსიმალურად შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა.
„ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ჩვენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ, რაღაცას სწორად. პირიქით, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინონ. თითქოსდა მან ნაკრები დატოვა ძალიან მაღალ დონეზე და ჩვენმა ბიჭებმა რაღაც გააფუჭეს. პირიქით, ამ ბოლო წლებში მოხდა ჩვენი ფეხბურთელების ძალიან მაგრად წარმოჩენა, ძალიან მაგარ გუნდში თამაში“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.