„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
პეტრე ცისკარიშვილი მუშტების ქნევას ვერ გადაეჩვია, მუშტებსა და კუნთებზე იყურება, მაგრამ მათი არავის ეშინია. ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის და შემდეგი მოვლენებისთვის.
„მყარი გარანტია გვაქვს, რომ 60 პროცენტამდე მივიღებთ. ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ემზადება, ისინი 27 ოქტომბრისთვის და შემდეგი მოვლენებისთვის ემზადებიან. ისინი თავიანთ პატრონებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ და როგორმე ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, რაც არ გამოუვათ. ცდილობენ, ხალხი დესტაბილიზაციის მცდელობას შეაგუონ, რასაც 27 ოქტომბრიდან დააპირებენ. ამ ყველაფერს ღიად ამბობენ და საკუთარ თავს თავად ავლენენ, თუმცა თავიანთ განცხადებაზე შემდეგ აღშფოთდებიან ხოლმე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „არჩევნებს თუ გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში, რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ, იქნება გეგმაც და მოქმედებაც, მათ შორის ქუჩაც“.