ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში გარეტ უორდი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ოფიციალური თბილისი ელჩისგან მოითხოვს განმარტებას, რა იყო "იმედთან" და POSTV-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი.
მმართველი გუნდი თავისუფალ მედიაზე თავდასხმასა და ტელევიზიების შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობს.
"პატარა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობით, როგორ ეხმარებიან უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ამაზე მოუწევს დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩს პასუხი გასცეს.
სასაცილოა, რომ დიდი ბრიტანეთი, რომლის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ქმედებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, უარი ათქმევინეს უკრაინას იმ შეთანხმებაზე, რომლითაც უკრაინა ინარჩუნებდა იმ სტატუს-კვოს, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, რომელიც ომის დაწყებამდე გააჩნდა და დღეს, დიდი ბრიტანეთი საქართველოში ტელეკომპანიებს - "იმედს" და POSTV-ის ასანქცირებს. მსგავსი ცინიზმი არის ალბათ გამორჩეული იმ გადაწყვეტილებებში, რაც დიდ ბრიტანეთში მიუღიათ. მაგალითად, ნავთობსადენ "დრუჟბას," რომლითაც რუსეთი მილიონებსა და მილიარდებს იღებს ევროკავშირიდან, უნდა აეხსნას სანქცია, იმიტომ, რომ აქ სანქციის ახსნა ხელს უწყობს უკრაინას ომში და "იმედი" და POSTV თურმე ახდენს დესტაბილიზაციას უკრაინის," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.