გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ერთობის დემონსტრირება არის მნიშვნელოვანი. პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, რომლიც კი არ დაყოფს, კი არ დაქსაქსავს, ტალახს კი არ ესვრის თავის თანაგუნდელებს, არამედ ეცდება, რომ გააერთიანოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ამის დემონსტრირება იყო ჩვენი მხრიდან, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესვლის წინ განვაცხადეთ, რომ ყველა წესზე, ყველა თარიღზე ვიყავით მზად, მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების თარიღი არსებობს. არაფერი არ არის ისეთი, რასაც მხარს არ ვუჭერდით.
ვმსჯელობდით რამდენიმე წესზე, რომელიც მისაღები იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მხარდამჭერებისთვისაც, რათა შესაძლებელი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ რაიმე მანიპულაციის საშუალება არ იყოს“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მან ნიკა მელიას და ნუგზარ წიკლაურს მიმართა.
„მოდით, მარტივ რამეს გეტყვით. პარტიას ჯერ კიდევ ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე, რომელმაც ეს პასუხისმგებლობა დაიტოვა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ექნებათ, მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს თანაგუნდელებთან, თანამებრძოლებთან ერთად. მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ საკუთარ თავზე დაიტოვა ნიკა მელიამ. უკვე ერთი თვეა, მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავთ. მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად ხაშურში, პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.