დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება, თუ ამ პროდუქტებს ხშირად მიირთმევთ
1739910444
პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში ბრუნდებოდა, აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაახვედრეს, რომლებიც მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდნენ.
თბილისის აეროპორტში გახარიასთან ერთად იმყოფებოდა მისივე თანაგუნდელი ელგუჯა ხოკრიშვილი.
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გააკეთა პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.
"კონფერენციიდან დაბრუნებული გიორგი გახარიას ჩასაფრებით და ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილმა დაახვედრა ზონდერჯგუფები, რომლებმაც განახორციელეს ჩვენი გუნდის თავმჯდომარისა და ჩვენის წევრის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხვადასხვა ფორმით მაპროვოცირებელი და პროვოკაციული შეძახილები და ა.შ. შეიძლება, მოხდა ამ ფაქტების ვიდეო საშუალებით დაფიქსირება. ჯერჯერობით, ასეთი ტიპის კადრებს ჩვენ არ ვფლობთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.