1735251690
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთ აწუხებთ. შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის „ქართული ოცნების" ხედვებზე, არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე. მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს