"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
პარლამენტში, პლენარული სესია დაიწყო.
ამ წუთებში ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დგას. ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი - ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება - იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
დღესვე, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.