1758053825
პარლამენტში დღეს რაჟდენ კუპრაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მივა.
რაჟდენ კუპრაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული, სადაც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.