საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და გამოცხადებული ბრძოლა ნარკოდანაშაულებთან - პარლამენტში დღეს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი სასესიო მოსმენით განიხილავენ. საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს ნარკორეალიზატორებისთვის და რეალიზაციაში ჩართული პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში სისხლისსამართლებრივი სასჯელის კატეგორიად ნარკომომხმარებელთათვის სავალდებულო მკურნალობის განსაზღვრაზეც. თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.
მმართველი გუნდში ეხმაურებიან გავრცელებულ არასწორ ინტერპრეტაციებს მარიხუანასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ კანონი მკაცრდება მხოლოდ გაყიდვის მიმართულებით.