1782240913
პარლამენტში დღეს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მოუსმენენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს დღეს მოუსმენენ.
პროკურორი საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეულ საქმიანობის შესახებ ანგარიშს წაიკითხავს.
ანგარიშში განხილული იქნება პროკურატურის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები, ასევე სტრუქტურული ცვლილებები პროკურატურის სისტემაში.










