პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად,  ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევა, საქართველოში შემომსვლელ ტურისტებისთვის, 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.

„ტურიზმის შესახებ“ დღეს მოქმედი კანონი საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის ქონას ავალდებულებს. იმის გამო, რომ კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური ჩართულობით მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რომელიც ახალი რეგულაციების დანერგვის და ამოქმედებისთვის მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, დღის წესრიგში დამატებითი ვადის შემოტანა გახდა საჭირო“, - განმარტა ირაკლი კირცხალიამ.

76 ხმით პარლამენტმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.