პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა

თამაზ ბორაშვილი

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.

ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.

ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.