„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა. მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთი წერილობითი თანხმობა ერთი წლის ვადით უნდა გაიცეს. იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც გავრცელდება.
მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდება. კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.
პროექტით, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს, რათა მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.