თბილისში გაზის მიწოდება 8000 აბონენტს შეუწყდა - მისამართების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
1792509522
საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.
„მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნესოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.