1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო მიჰკელსონს, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რაიჰარდს კოლს და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ლაიმა ანდრიკიენეს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ განვითარებებზე.
ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების წარმომადგენლებმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ესწრებოდნენ.