გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1735193717
პროტესტის მეექვსე დღე - პარლამენტის შენობასთან აქცია 19:00 საათზე დღეისთვისაც არის დაანონსებული. მონაწილეები უკვე იწყებენ შეკრებას - თუმცა, ამ დროისთვის, ხალხის სიმცირიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის.
ადგილზე ნელ-ნელა იკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებსა და მოვლენებს.
ამ დროისთვის, ჩიტაძის - (იგივე 9 აპრილის ქუჩა), ასევე ჭიჭინაძის ქუჩები, თავისუფალია - ქუჩებზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი არის მობილიზებული. ამ დროისთვის დედაქალაქის მთავარი გამზირი თავისუფალია.
ყოველდღიურ რეჟიმში აქციები იმართება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წელი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის.