1746007492
სირსკი: რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლას ცდილობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას და დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლას ცდილობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, ოკუპანტებმა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა საგრძნობლად გაზარდეს და ძირითად ყურადღებას პოკროვსკის მიმართულებას უთმობენ.
„ოპერატიული და ტაქტიკური კუთხით პერსპექტივების არქონა მტერს არ აჩერებს. ის ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ცდილობს“, - წერს სირსკი.
ამ მიზნის მისაღწევად რუსი მეთაურები ყოველდღე ბრძოლაში ახალ ქვედანაყოფებს აგზავნიან, აღნიშნა სირსკიმ.