„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ
1745070288
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსპ - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს, კობა კობიძეს მოუსმინეს.
შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა უწყების გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნდობის ჯგუფის სხდომას ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკური ჯგუფის„ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.