„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყება, მათ შორისაა: „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ კანონში ცვლილება; „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველი და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.