პარლამენტი 4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე მომდევნო კვირას იმსჯელებს

parlamenti

შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის მიზეზი, კონსტიტუციური ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი მსჯელობის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავას, მან საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების შესახებ თავად მიმართა.