დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"მივაღწევთ იმას, რომ დავანიშნინებთ რიგგარეშე არჩევნებს, პარალიზებას გავუკეთებთ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას", - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველთან" განაცხადა.
„მჯერა, ამ ხელისუფლების გაშვების გზა გადის ქუჩაში. დედაენის ბაღში შეკრებისას გამოდის ბევრი გაბრაზებული ხალხი. არჩევანი წაგვართვეს, ძალაუფლება არის უზურპირებული - მიტაცებული. ჩემი ამოცანაა, დავიბრუნო არჩევანის უფლება. მივაღწევთ იმას, რომ დავანიშნინებთ რიგგარეშე არჩევნებს, პარალიზებას გავუკეთებთ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას.
ოპოზიციაში ველაპარაკები ბევრს. აუცილებელია, ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და საჭიროების შემთხვევაში ერთად დადგნენ. არანაირი ინტერესი არ მაქვს რაიმე სახელმწიფო თანამდებობა დავიკავო. ოპოზიციაში არ იციან რა აკეთონ. ქუჩაში გამოსვლა არის მნიშვნელოვანი, სხვა გზა არ არსებობს“, - აცხადებს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი.