დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
ევროპაში, მათ შორის, ვხედავთ ევროპელი ხალხის გამოღვიძებას, ამას ვხედავთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში ახალი არჩევნებით, ხელისუფლებაში პატრიოტული ძალების მოსვლით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ ბიუროკრატიასთან ურთიერთობები, რომელმაც ევროპა ცივილიზაციურ უფსკრულში ჩაახედა, საქართველოსთვის რთული იქნება.
„ეს არის გზა ევროპის გადარჩენისა და არა ის უფსკრული, სადაც ბიუროკრატიამ და ზოგიერთმა ლიდერმა დღეს ევროპა მიიყვანა და ეს არის გზა მათ შორის ჩვენი სამომავლო ურთიერთობების ევროკავშირთან, ვინაიდან იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც ცივილიზაციური წაშლით ემუქრება ევროპას, იმ ბიუროკრატიასთან, რომელმაც ცივილიზაციურ უფსკრულში ჩაახედა ევროპა, რა თქმა უნდა რთული იქნება ჩვენთვის ურთიერთობები. ჩვენ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირებულებითად აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე რომ ვართ, ამას ისიც ადასტურებს, რომ ითქვა კიდევაც ამერიკულ მედიაში, რომ თეთრ სახლში უკვე ტერმინი ჩამოყალიბდა - ევროპის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაცია, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს იმას, რაც ჩაატარა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსთაველის გამზირზე, როდესაც თავქარიანი აქტივიზმი ხდება საგარეო პოლიტიკის ნაწილი და არა რაციონალური განსჯა ინტერესების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.