1746007492
ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრნენ, წარმატებები უსურვა

ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.
„მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.