პაატა სალია: „მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე“

პაატა სალია

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები ტრადიციულად მასპინძლობს მსოფლიო მთავრობათა სამიტს, რომელიც თებერვლის დასაწყისში იმართება. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები, ასევე, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ჩვენ გვექნება რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებლობა, გავმართოთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობების წარმომადგენლებთან, სადაც მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვისაუბრებთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.