ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
1737716193
ტრამპის ერთ-ერთი განკარგულებაა, რომ ადმინისტრაცია გაიწმინდოს დიფ სთეითისგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ. მისი თქმით, ეს მათ შორის ხელს შეუწყობს იმას, რომ იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში, დღეს კი სლოვაკეთშიც ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას, საყრდენი გამოეცალოთ.
„საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ძალები საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ცდილობდნენ. თუ ეს არ გამოვიდოდა არჩევნებით, ძალადობრივი გზით უნდა მომხდარიყო. ტრამპი მათ დიფ სთეითს ეძახის და ერთ ერთი განკარგულებაა, რომ ადმინისტრაცია გაიწმინდოს დიფ სთეითისგან. ეს ხელს შეუწყობს, რომ იმ ძალებს, რომლებიც დღეს სლოვაკეთშიც ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას, გამოეცალოთ დასაყრდენი“, - აღნიშნა სალიამ.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ მოიწვია უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ფერად რევოლუციებს საქართველოსა და უკრაინაში.