პაატა სალია 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს მნიშვნელოვან ბიძგი იქნება სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ საინვესტიციო პროექტები

პაატა სალია

ეს მნიშვნელოვან ბიძგი იქნება სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ საინვესტიციო პროექტები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ, რითაც გამოეხმაურა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას.

„ამ ზომის ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა. ხელი მოეწერა მემორანდუმს ემაარ ჯგუფთან, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. ეს მნიშვნელოვან ბიძგი იქნება სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ საინვესტიციო პროექტები“, - აცხადებს სალია.

საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.