პაატა კვიჟინაძე Moody's-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებაზე: მსოფლიოში არის სამი სარეიტინგო კომპანია, მათ შორის „მუდისი“, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიო

პაატა კვიჟინაძე

მსოფლიოში არის სამი სარეიტინგო კომპანია, მათ შორის „მუდისი“, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიოგანაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, რაც „მუდისმა“ მიიღო. მსოფლიოში არის სამი სარეიტინგო კომპანია, მათ შორის „მუდისი“, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიო, მათ შორის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ვინმეს ინვესტიციის ჩადება უნდა ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ამ სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს ნახულობენ.

ვფიქრობ, ალბათ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმაც შეიძლება. რეიტინგიც შეიძლება გაიზარდოს. როგორც იცით, სავალუტო ფონდი, ევროკომისია ამბობს, რომ საქართველოს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს მთავრობის ვალი, ასევე ბიუჯეტის დეფიციტი. ამ ფონზე რა თქმა უნდა შეიძლებოდა უფრო მეტი რეიტინგი, მაგრამ „მუდისი“ ამას ეთანხმება და ეს ძალიან კარგია, თუმცა ამას ჩვენს გარშემო პოლიტიკური სიტუაციით ხსნის. ისინი შიშობენ, რომ რაღაც მომენტში რუსეთ-უკრაინის და ახლა ირანის ომმაც არ მოახდინოს ზეგავლენა საქართველოზე“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.