ცნობილია, მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების ვინაობა
1736405146
მოშორებულ რეგიონში და არა მარტო მოშორებულ რეგიონში, საქართველოზე ღირსეული და სანდო პარტნიორი არასდროს ჰყოლია აშშ-ს. დღესაც ჩვენ საგარეო კურსის მიმართულება არ შეგვიცვლია. არც წამსვლელი ადმინისტრაციის და არც არჩეული ადმინისტრაციის მიერ ჩვენ არ ვუშვებთ, რომ ეს საკითხი იგნორირებულია. ჩვენ ვართ მყარად იმ პოზიციაზე, რომელზეც სულ ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი შვილი, ქვეყნის მოქალაქე შეეწირა იმ ბრძოლებს, რომელსაც ერთად ვაწარმოებდით მუდმივად საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ. არავის ისეთი მაჩვენებელი არ ჰქონია, როგორიც საქართველოს. დამტკიცებულია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რომ ეუთო/ოდირის კომპეტენტური სტრუქტურების მიერ ყველაფერი აღიარებულია იმ ფორმატში იმ სტანდარტებით, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ისიც ცნობილია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უწესებენ საქციებს, თავად გამალებით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან და გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
„სულ ახლახან იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მაღალი წარმომადგენლების განცხადებები. თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ, რომ აშშ-ის არჩევნები არის რუსეთის მიერ მართული და საერთოდ, ტრამპი არის რუსეთის ფედერაციის პროექტი, რომ რუსეთის ფედერაციაა ის, ვინც განაპირობებს მსოფლიოში არჩევნების შედეგებს.
სულ ახლახან უკრაინის უმაღლესმა ხელისუფალმა გამოაცხადა, რომ არის კორუფციის სერიოზული ნიშნები, როდესაც უკრაინის დახმარებაზეა საუბარი რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ფარგლებში. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მიმართ გადაწყვეტილია ასეთი არამეგობრული, მეგობრულად შერქმეული აქტის მიღება, რასაკვირველია, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმ ადმინისტრაციის, თუნდაც წამსვლელი, არაკეთილად განწყობილი ადმინისტრაციის მოსაზრება, რომ საქართველო იქნეს დასანქცირებული, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში გამოიჩინეს თავი გმირებად. მით უმეტეს ვახტანგ გომელაური, რომელიც სულ ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იქნა შეფასებული მისი უწყებების საქმიანობა, სხვა ძალოვანი საქმიანობა უმაღლეს დონეზეა, როდესაც საუბარია ტერორიზმის აღკვეთასა და პრევენციაზე. ასეთ ვითარებაში ის განცხადება, რომელიც დღეს გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, სერიოზული დაფიქრების საგანია. უნდა ჩავუფიქრდეთ სიღრმისეულად, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეალურ საშიშროებას მსოფლიოსთვის ე.წ დიფ სთეითი ქმნის. აქედან გამომდინარეობს შინაარსი იმ განცხადებისა, რომელსაც დღეს ყველა გაეცანით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.