ორმაგი სტანდარტია, როცა გერმანიასა და საქართველოში საპროტესტო აქციების შეფასება სხვადასხვანაირია, ეს ხალხზე უკუეფექტს ახდენს - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ორმაგი სტანდარტია, როცა გერმანიასა და საქართველოში საპროტესტო აქციების შეფასება სხვადასხვანაირია.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ორმაგ მიდგომებს საზოგადოებაში უკუეფექტი აქვს.

„გერმანიაში მოქალაქემ მაშხალა კერძო შენობას ესროლა, რომელიც დააპატიმრეს და მას სასამართლომ ექვსთვიანი პირობითი შეუფარდა. ეს ადამიანი გერმანიაში დამნაშავედ არის აღიარებული და ამას არავინ აპროტესტებს. საქართველოში ლამის პარლამენტი გადაწვეს, ჩვენი, თქვენი ქვეყნის მთავარი ინსტიტუტის სასახლე. გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები გმირები არიან და მათზე პასუხისმგელობის გავრცელება სანქციას იწვევს. ეს ორმაგი სტანდარტია, რაც საზოგადოებისთვის უკვე ნათელი გახდა. ასეთი დამოკიდებულება ხალხზე უკუეფექტს ახდენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.